ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში „კარტახენამ“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის შინ 3:2 სძლია „ალმერიას“, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ამპლუით ნახევარმცველი აბურჯანია 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მაკარიძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
ამ წაგების შემდეგ, „ალმერიამ“ ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლის თეორიული შანსი დაკარგა და ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს.
მაკარიძის გუნდის წაგების შემდეგ, ლა ლიგაში თამაში „მალიორკამ“ გაინაღდა, რომელიც დარჩენილ ორ ტურში მე-2 ადგილზე დაბლა არ დაქვეითდება. „მალიორკა“ ლა ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მანამდე, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში თამაში „ესპანიოლმა“ გაინაღდა.






