შენგელია VTB-ლიგის ნახევარფინალშია

0
54

მოსკოვის ცსკა-ს დიდი ჯაფა დააგდა, VTB-ლიგის მეოთხედფინალში რომ გასულიყო. ნიჟნი ნოვგოროდმა არმიელებს ჯერ სერია გაუთანაბრა, ხოლო მე-3, გადამწყვეტ მატჩში ბოლომდე ებრძოლა და შეხვედრა სმხოლოდ 4 ქულით – 75:79 დათმო.
თორნიკე შენგელიამ 27:21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა.
მატჩი დაძაბულად წარიმართა და ნიჟნი ნოვგოროდი ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით იგებდა, თუმცა იტუდისის გუნდმა მეოთხე პერიოდი 7 ქულით მოიგო და VTB ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ზენიტი იქნება.