ბუფონი ყველაზე ასაკოვანი პენალტის მომგერიებელია

0
26

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეკარეა, რომელმაც პენალტი მოიგერია.

36-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლოს“ 3:1 აჯობა, ხოლო ბუფონმა მე-16 წუთზე დომენიკო ბერარდის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი გააუვნებელყო.

იტალიელი მეკარე პენალტის მოგერიების მომენტში 43 წლის, 3 თვის და 14 დღის იყო. მანამდე, მასზე უფროს გოლკიპერს თერთმეტმეტრიანი არ „აუღია“.

აქვე გეტყვით, რომ ბუფონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა.