კატარის „ალ სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფრომა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ 41 წლის ექსნახევარმცველმა ხელშეკრულება 2023 წლამდე დადო.
„ვამაყობ, რომ „ალ სადში“ მუშაობას გავაგრძელებ, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ, გოლები გავიტანეთ, მატჩები და ჯილდოები მოვიგეთ, ყველა ამ წარმატებით ძალიან ვამაყობთ. ასეთი მხარდაჭერა საუკეთესო რამაა, რაც შესაძლოა ნებისმიერმა მწვრთნელმა მიიღოს.
ჭორების კონტრაქტში არსებული პუნქტის შესახებ, რომ ნებისმიერ დროს წასვლა შემიძლია შეცდომაა. „ალ სადთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წელი მაკავშირებს და პატივს ვცემ როგორც შეთანხმებას, ასევე მხარეებს შორის მოლაპარაკების ოფიციალურ მეთოდებს“ – განაცხადა ხავიმ კონტრაქტის გაფორმების მერე.
ხავი „ალ სადს“ 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. მან კატარის ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, ორჯერ კატარის პრინცისს თასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ შეიხ იასიმის თასი, კატარის ვარსკვლავების თასი და კატარის ემირის თასი მოიპოვა.
