ევროპის სუპერლიგა 12-დან 9 კლუბმა: „არსენალი“, „მილანი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნნაიტედი“, „ტოტენჰემი“, დატოვა.
უეფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ კლუბების მიმართ გამოტანილი ვერდიქტი გამოაქვეყნა:
„შერიგების სულისკვეთებიდან და ევროპული ფეხბურთის სიკეთისთვის 12 კლუბიდან ცხრამ, რომლებიც ე.წ. „სუპერლიგის“ შექმნაში მონაწილეობდნენ უეფას წარუდგინეს „კლუბების ვალდებულების დეკლარაცია“, რომელშიც ჩამოყალიბებულია კლუბების პოზიცია, მათ შორის ვალდებულება უეფას ტურნირებში და ასევე ეროვნულ საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ.
ეს ცხრა კლუბი აღიარებს და ეთანხება იმ ფაქტს, რომ სუპერლგის პროექტი შეცდომა იყო, რის გამო ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს, ეროვნულ ასოციაციებს, ეროვნულ ლიგებს, სხვა ევროპულ კლუბებსა და უეფას.
-თითოეული კლუბი ცნობსა უეფას წესდების აუცილებელ ხასიათს და ყოველ სეზონში მონაწილეობას მიიღებს უეფას საკლუბო ტურნირებში, რომლებშიც კლუბი სპორტული პრინციპებიდან კვალიფიცირდება.
-ისევ შეუერთდება ევროპის კლუბების ასოციაციას, რომელიც უეფას მიერ აღიარებული ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანოა.
-ყველა ნაბიჯს გადადგამენ სუპელიგასთან კონტაქტის გასაწყვეტად.
-კეთილი ნების ჟესტის სახით 15 მილიონ ევროს შეწირავენ, რომელიც მთელ ევროპაში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ბავშვების, ახალგაზრდებისთვის და მასობრივი ფეხბურთისთვის დაიხარჯება.
-უეფას საკლუბო ტურნირებიდან ერთ სეზონში მიღებული შემოსავლიდან 5 პროცენტი დაუკავდებათ, რომელიც განაწილდება.
-ისინი ეთანხმებიან, რომ დაეკისროთ მნიშვნელოვანი სანქციები თუ მონაწილეობას მიიღებენ ასეთ არასანქცირებულ შეჯიბრებაში (100 მილიონი ევრო) ან დაარღვევენ სხვა ვალდებულებას, რომელიც კლუბების ვალდებულებათა დეკლარაციაშია (50 მილიონი ევრო) გათვალისწინებული.
-კლუბები ასევე დაეთანხმნენ ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს, რომელიც სტარტს 2024 წლიდან აიღებს“.
უეფას სუპერლიგიდან გასვლის შესახებ „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ არ განუცხადებიათ. თუ ისინი სუპერლიგას არ დატოვებენ, მაშინ უეფასგან და ფიფასგან სანქციები დაეკისრებათ.





