„ბარსელონა“ ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია

0
39

ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიო მასშტაბით 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში 10 საფეხბურთო კლუბი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ძვირადღირებული კლუბების ათეულში მოხვდნენ.

„ბარსელონა“ მეოთხე ადგილზეა – 3,91 მილიარდი ევრო.

„რეალი“ მეხუთე ადგილზეა – 3,9 მილიარდი ევრო.

„ბაიერნი“ მე-10 ადგილზეა – 3,46 მილიარდი ევრო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-11 ადგილზეა – 3,45 მილიარდი ევრო.

„ლივერპული“ მე-12 ადგილზეა – 3,37 მილიარდი ევრო.

„მანჩესტერ სიტი“ მე-13 -14 ადგილზეა – 3,29 მილიარდი ევრო.

„ჩელსი“ 25-27-ე ადგილზეა – 2,63 მილიარდი ევრო.

„არსენალი“ 38-ე ადგილზეა – 2,3 მილიარდი ევრო.

პსჟ 43-45-ე ადგილზეა – 2,06 მილიარდი ევრო.

ძვირადღირებული კლუბების სათავეში ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი „დალასია“ – 4,69 მილიარდი ევრო.