თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაუგებელი სერია გაახანგრძლივა.
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ამჯერად, ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილებმა სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ ითამაშეს – 1:1.
მატჩის 30-ე წუთზე თბილისელთა მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა, რომელმაც დინო ჰამზიჩის შეცდომით ისარგებლა და მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა.
86-წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ალბანელი ალაიდინ სალაკუს ჩაწოდების შემდეგ, ალჟირელმა მეჰდი ბეკასიმ თავით ზუსტად დაარტყა – 1:1.
„საბურთალოს“ ზედიზედ 8 თამაშია არ წაუგია – 4 გამარჯვება და 4 ფრე.
„ტორპედო“ ეროვნულ ლიგასი ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ მოუგია.




