„რეალი“ აზარს ტრანსფერზე დააყენებს

0
33

მადრიდის „რეალი“ ბელგიელ ნახევარმცველ ედენ აზარს ტრანსფერზე დააყენებს, იუწყება El Chiringuito TV-ს ჟურნალისტი ხოსეპ პედრეროლი.

მადრიდელებს პსჟ-დან კილიან მბაპეს შეძენა უნდა და ამისთვის მზად არიან 30 წლის ფეხბურთელს შეელიონ.

სხვათა შორის, გუშინ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, აზარი თავის ყოფილ თანაგუნდელებს „ჩელსიდან“ საკმაოდ კარგ ხასიათზე ესაუბრებოდა და ამ ფაქტმა „რეალის“ გულშემატკივრები აღაშფოთა.

მადრიდელებმა ბელგიელი „ჩელსიდან“ 2019 წელს 115 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ ტრანსფერი წარმატებული ნამდვილად არ აღმოჩნდა, რადგან აზარმა ხშირი ტრავმების გამო, თავისი შესაძლებლობა ვერ წარმოაჩინა.

მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.