შერმადინი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

0
12

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალში გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” პირველივე, მეოთხედფინალურ მატჩში ფრანგულ “სტრასბურთან”  88:86 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ თამაშამდე შერმადინს, როგორც ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დასახელებულ მოთამაშეს, სპეციალური პრიზიც გადაეცა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას  “სტრასბურგის” გარდა, ესპანური “სარაგოსა” და თურქული “ქარშიაქა” აგრძელებენ. კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა დასკვნით მეოთხედფინალში გაირკვევა, რომელშიც თად მაკფადენის “სან პაბლო ბურგოსი” ებრაულ “ჰაპოელ ჰოლონს” გაეჯიბრება.