იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ბოლონია“ თავის მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუზავდა – 3:3.
მასპინძლებში სამივე გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ გაიტანა, რომელმაც სამივე შემთხვევაში ანგარიში გაათანაბრა.
პალასიომ იტალიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი 39 წლისა და 86 დღის ასაკში შეასრულა. ის იტალიური ფეხბურთი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.
პალასიომ ლეგენდარული სილვიო პიოლას რეკორდი დაამხო, რომელმაც 1950 წელს ჰეთ-თრიქი 37 წლისა და 51 დღის ასაკში მიითვალა.





