თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
მე-11 ტურში ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილებმა წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში მასპინძელთა მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ გახსნა, რომელმაც მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ლაცაბიძის პასის მერე, თავის ქართულ კარიერაში მეოთხე ბურთი გაიტანა.
51-ე წუთზე ლაცაბიძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხუი ჩააწოდა და იური ტაბატაძემ მაღალ ნახტომში თავით მეტოქის კარი ეგფექტურად აიღო. მან მიმდინარე გათამაშებაში მეექვსე გოლი მიითვალა.
„საბურთალომ“ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, საერთო ჯამში კი, გუნდის წაუგებელი სერია ზედიზედ 7 შეხვედრისგან შედგება.
