პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წაგებული მატჩის მეორე ტაიმში, მეტოქე უფრო ძლიერი იყო.
„ორი განსსვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად გვქონდა – საგოლე მომენტები შევქმენით და ანგარიშში დავწინაურდით. თუმცა, შესვენების შემდეგ მეტოქემ გვაჯობა. ორივე გოლი შემთხვევით გავუშვით, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტოქეს ჩვენზე მეტი მომენტი ჰქონდა.
2 გოლის გაშვებით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ნახევარფინალში ასეთ რამესთან შეგუება რთულია და ნამდვილად მტკივნეულია.
მეორე ტაიმში „სიტისთან“ გამკლავება გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგე უფრო აგრესიულად მოქმედდებდა, ხოლო ჩვენ ბურთს გაჭირვებით ვეუფლებოდით.
ფეხბურთში რწმენა აუცილებელია. 6 დღის შემდეგ მანჩესტერში გავემგზავრებით და ვეცდებით იმდენი გოლი გავიტანოთ, რამდენიც გვჭირდება. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეწოლა არსებობს, მაგრამ ფეხბურთში უნდა ეცადო, რომ შენსას მიაღწიო“ – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს BT Sport.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩს მანჩესტერში 4 მაისს ჩაატარებს.
