საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ მარტის თვის რეიტინგში 91-ე ადგილზეა.
გასულ თვესთან შედარებით ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თებერვლის თვესთან შედარებით რეიტინგში 2 პოზიციით უკან დაიხია.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რეიტინგში შემდეგი ადგილები უკავიათ:
ესპანეთი მე-5, შვედეთი – მე-18, საბერძნეთი – 51-ე, ხოლო კოსოვო – 120-ე.
რეიტინგის ლიდერი ბელგიაა, მეორე პოზიციაზე საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
