ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
33-ე ტურში ქონიელებმა საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და 12 წუთის მერე, როცა მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა. ის პარტნიორის გადაცემის შემდეგ მეკარსთან პირისპირ გავიდა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან ამ სეზონში სუპერლიგაში 24-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა.
„ქონიასფორში“ 89-ე წუთიდან ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა გარემარბმა საბა ლობჟანიძემ.
„ქონიასფორი“ 40 ქულით 21-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა, ხოლო „ანკარაგიუჯუ“ 33 ქულით – მეთხუთმეტეა.





