საქართველო – საფრანგეთი | ინფორმაცია მატჩზე დასწრების შესახებ

0
24

ფუტსალის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩის, საქართველო – საფრანგეთის, ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს.

საქართველო – საფრანგეთის მატჩზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც დარბაზის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ დარბაზში დროულად მობრძანდნენ.

  • დარბაზის შესასვლელები გაიღება 16:00 საათიდან.
  • დარბაზის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი.
  • დარბაზის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.
  • ტრიბუნაზე დაბლოკილი ადგილები აღნიშნულია სტიკერით, სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს მხოლოდ ის ადგილი, სადაც დასაშვებია დაჯდომა.
  • რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა დარბაზის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს  სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.