ხარაიშვილის სადებიუტო გოლი უნგრეთში

0
22

გიორგი ხარაიშვილმა უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„ფერენცვაროში“ 27-ე ტურში სტუმრად „ბუდაფოკს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამარჯვებულთა განაცხადში არ იყო.

ხარაიშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა და 90-ე წუთზე, პარტნიორის გადაცემის შემდეგ, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა თავურით საბოლოო წერტილი დასვა.

24 წლის ნახევარმცველმა, რომელიც „ფერენცვაროშს“ ზამთარში შვედეთის „გიოტებორგიდან“ შეუერთდა უნგრეთის ჩემპიონატში მეოთხედ ითამაშა და თავი პირველად გამოიჩინა.

მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროში“ 12-გუნდიან გათამაშებას 64 ქულით ლიდერობს.