„დილა“ შესვენებაზე ლიდერად წავიდა

0
29

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გორში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ ვერ მოუგო.

განვლილი მატჩის 48-ე წუთზე სტუმრები ბელარუსმა ნახევარმცველმა დმიტრი რეკიშმა დააწინაურა.

55-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიში ბრაზილიელი მცველის ვანდერსონ სილვას ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ გაათანაბრეს. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დილა“ სატურნირო ცხრილს 11 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ბათუმის „დინამოა“. მესამე პოზიციაზე 10 ქულით თბილისის „დინამოა“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მსოფლიო 2022 წლის ჩემპოონატის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელი სამი მატჩის გამო, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენება გამოცხადდა და მე-6 ტური სტარტს 2 აპრილს აიღებს.