სერბეთის „ბორაცმა“, რომლის ღირსებას დუდა სანაძე იცავს, ადრიატიკის ლიგაში ბოსნია-ჰერცეგოვინის „იგოკეას“ უმასპინძლა და 23-ქულიანი სხვაობით წააგო – 78:101.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე არასრული 31 წუთი გაატარა.
მან თავის ანგარიშზე 24 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა. სანაძემ ხუთიდან 3 ორქულიანი, ოხიდან 3 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21 იყო, რაც „ბორაცის“ შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
„ბორაცმა“ განვლილი 20 თამაშიდან 5 მოიგო და 15 -ჯერ დამარცხდა – 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-13 პოზიციაზეა.
„ბორაცი“ 24 მარტს გასვლაზე ხორვატიის „ზადარს“ შეხვდება.
