გიორგი აბურჯანიამ „კარტახენას“ მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის პირველი გოლი გაიატანა.
29-ე ტურში „კარტახენამ“ „პონფერადინა“ მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მეტოქე მცველის მიერ მოგერებიული ბურთი მკერდზე მიიღო, რის შემდეგ მიწაზე დაუშვებლად სტუმართა კარში ზუსტად გაგზავნა.
აბურჯანია 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „პონფერადინამ“ ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრა.
გიორგიმ მიმდინარე სეზონი „ოვიედოში“ დაიწყო, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და „კარტახენას“ მიაშურა, რომლის რიგებში სეგუნდა დივიზიონში ჩატარებული 7 მატჩიდან 6-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
„კარტახენა“ 29 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
