უეფამ ნომინანტები დაასახელა

0
33

უეფამ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტები წარმოადგინა. უმთავრესი ამბავი ისაა, რომ სამეულში არ იმყოფებიან ტურინის იუვენტუსის ლიდერი კრიშტიანო რონალდო და ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი. წინასწარი გამოკითხვების შედეგად, ტიტულისთვის ბრძოლის უფლება კევინ დე ბრუინმა (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკიმა (ბაიერნი) და მანუელ ნოიერმა (ბაიერნი) მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა გასულ სეზონში 20 საგოლე პასი მიითვალა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ამასთან მის აქტივში 13 გოლიც იყო. ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 47 შეხვედრაში 55 გოლი შეაგდო და ბავარიელებს ტრებლის შესრულებაში დაეხმარა. ნოიერმა გასული სეზონის განმავლობაში ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, ჩემპიონთა ლიგაში კი ყველა თამაში ჩაატარა და 6 მათგანში გოლი არ გაუშვია.

აღნიშნული სამეულის კვალად, მოწინავე ათეულში ადგილები ასე გადანაწილდა:
4-5. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 53 ხმა
4-5. ნეიმარი (პსჟ) – 53
6. ტომას მიულერი (ბაიერნი) – 41
7. კილიან მბაპე (პსჟ) – 39
8. ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი/ლივერპული) – 27
9. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 26
10. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 25

ცნობილია ისიც, რომ გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იურგენ კლოპი (ლივერპული), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი) და იულიან ნაგელსმანი (ლაიპციგი) იბრძოლებენ.