არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერი, ლეო მესი არაერთი საფეხბურთო რეკორდის მფლობელია. 2020/21 წლებში კი მას სამი ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა ექნება.
1. ყველაზე მეტი თამაში ბარსელონაში: აღნიშნული რეკორდი ხავის ეკუთვნის, რომელმაც კატალონიური კლუბის მაისური 367 შეხვედრაში მოირგო. მესის ანგარიშზე კი 731 მატჩია და რეკორდის მოსახსნელად კიდევ 47 შეხვედრა სჭირდება.
2. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთი გუნდის მაისურით: ლეგენდარულმა პელემ “სანტოსის” მაისურით 643 გოლი გაიტანა, ხოლო მესის “ბარსელონაში” 634 გოლი აქვს გატანილი. იმ შემთხვევში, თუ მესი მიმდინარე სეზონში მესი 10 გოლს გაიტანს, პელეს რეკორდს მოხსნის.
3. ყველაზე მეტი ტიტული ერთ გუნდში: რაიან გიგზმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 36 ტიტული მოიგო და აღნიშნული რეკორდის მფლობელია. შესაბამისად, მესის რეკორდის გასაუმჯობესებლად სამი ტიტულის დაუფლება დასჭირდება.