ანდრეს ინიესტა: “მესის და რონალდუს შედარება არ შეიძლება – ლეო საუკეთესოა”

0
101

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და “ვისელ კობეს” მოქმედმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
“მესი ნომერ პირველი ფეხბურთელია – მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ნებისმიერ მატჩში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მე პირადად მისი დონის და სიძლიერის ფეხბურთელი არ მინახავს”.
“ვფიქრობ, რომ მესის და რონალდუს შედარება არ შეიძლება, ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”, – განაცხადა 36 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა.