ტურინის ,,იუვენტუსის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში 648-ე მატჩი ჩაატარა და ,,მილანის” ყოფილი კაპიტნის, პაოლო მალდინის რეკორდი (647 მატჩი სერია ა-ში) მოხსნა.
ბუფონი ,,იუვენტუსში” 2001 წლიდან თამაშობს. ლეგენდარულ მეკარეს 168 შეხვედრა ,,პარმას” მაისურით აქვს ჩატარებული, 480 კი – ,,იუვენტუსის”.
სერია ა-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილს ფრანჩესკო ტოტი (619) იკავებს, მეოთხე ადგილზე ხავიერ ძანეტია (615), მეხუთეზე კი – ჯანლუკა პალიუკა (592).
