იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანიმ ლიონელ მესი და დიეგო მარადონა ერთმანეთს შეადარა.
“მარადონა ხუთი წელი შეუდარებელი იყო, ხოლო მესი უკვე 15 წელია საუკეთესოა. ლეომ უკვე მოახერხა 710 გოლის გატანა და 300 შედეგიანი პასის შესრულება. როდესაც მესი თამაშობს, მისი გუნდი უკვე 1:0-ს იგებს. მარადონას ფანები ამას უნდა შეეგუონ. არის მოთამაშე, რომელმაც დიეგოს აჯობა.
დიეგო მარადონას ფანებმა უნდა აღიარონ, რომ ლეო მესი უფრო ძლიერი ფეხბურთელია და უკეთესო კარიერა აქვს”, – აღნიშნა კასანომ.
