ცნობილი გახდა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების ახალი ვადები. ზაფხულის თამაშები ერთი წლით გადაიტანეს და ის გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე. ტოკიოს პარალიმპიადა ჩატარდება 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.
ამ მომენტისთვის გათამაშებულია ოლიპიური ლიცენზიების 57 პროცენტი. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სპორტსმენი.
1tv.ge