1-ელ აპრილს უეფა მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს. კონფერენციას უეფას 55 ქვეყნის წარმომადგენელი დაეწრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ვიდეო – კონფერენციაზე განიხილება უეფას სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტები მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება, თუ რა ვითარებაა უკვე გამართულ საკლუბო ჩემპიონატების მატჩებთან მიმართებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარასკევს, 3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვიდეო-კონფერენციას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენლებთან გამართავს.
