უეფას ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ორგანიზაცია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებაზე მუშაობს.
,,ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადადებაზე ვმუშაობთ”, – უეფას პოზიციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ L’Equipe-მა დაწერა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება და უეფა ამის შესახებ ოფიციალურად 17 მარტს გამოაცხადებს.
