პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მაკარიძის სეტუბალის “ვიტორიამ” შინ ლისაბონის “ბენფიკასთან” საპატიო ფრეს მიაღწია – 1:1. ქართველმა მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ერთადერთი გოლი პიციმ 51-ე წუთზე პენალტით გაუტანა. სხვათა შორის, პიციმ 76-ე წუთზე მეორე თერთმეტმეტრიანი არაზუსტად შეასრულა.
Goalpoint-მა გიორგის თამაში 7.8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
შეგახსენებთ, 29 თებერვალს, “პორტიმონენსესთან” შეხვედრაში (0:0) მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა და 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
