„იუვენტუსი“ მზადაა, ზიდანს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს

0
28

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელით, ზინედინ ზიდანით დაინტერესდა.
გაზეთ „დეილი მეილის” ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინული კლუბი მზადაა, 47 წლის სპეციალისტს შესთავაზოს სამწლიანი კონტრაქტი წელიწადში რვა მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც გათვალისწინებულია კლუბის კორპორატიული პოლიტიკით მწვრთნელის ხელფასთან მიმართებაში.
ზიდანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს „იუვენტუსის“ პრეზიდენტთან ანდრეა ანიელისთან და ხშირად ატარებს შვებულებას პიემონტეში (იტალიის რეგიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ტურინი). გარდა ამისა, „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოს წევრების უმრავლესობას ზიდანზე მაღალი წარმოდგენა აქვს და იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ იმისთვის, რომ გუნდი დიდ წარმატებებამდე მიიყვანოს. ამასთან, თავად ზიდანიც განიხილავს „იუვენტუსში“ გადასვლის შესაძლებლობას.
ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 1996 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც „რეალში” გადავიდა.