“იუვენტუსისა” და “ინტერის” შეხვედრა გადაიდო

0
65

1-ელ მარტს, იტალიის სერია A-ს ცენტრალური მატჩი, “იუვენტუსი”-“ინტერი” უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა კორონავირუსის მიზეზით გადაიდო.
ბოლო ინფორმაციით, გადადებული შეხვედრა 13 მაისს შედგება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა. კორონავირუსით გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია.