ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის შედეგად საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ნაკრების ორი წევრი შევიდა – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.
შეხსენებისთვის, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში მეორე მატჩში ბელგრადში E შესარჩევი ჯგუფის ფავორიტ სერბეთს 94:90 მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვება დააგროვა და E ჯგუფს სათავეში უდგას.
