ქუთაისის “ტორპედოს” ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინიმ პრესკონფერენცია გამართა.
“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ “ტორპედოსთვისაც”, რადგან დღეს კლუბის ახალი ერა იწყება. დღეს კლუბის ახალ სპონსორ “ედენაროს” წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ იტალიური “კაპას” მაისურებს, რომელსაც გუნდი ამ სეზონში ჩაიცვამს.
რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კლუბში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ.
დავიმატეთ ბევრი ახალი ფეხბურთელი…

გუშინ ამხანაგურ მატჩს დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გუნდი ვართ და შეთამაშების პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, სამწვრთნელო შტაბის მიერ ამ დროში გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მჯერა, რამდენიმე კვირაში სასურველ ფიზიკურ კონდიციებს მივაღწევთ და გუნდის თამაშიც გაუმჯობესდება. კვირის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალწვეულს წარვადგენთ და გუნდის დაკომპლექტება დასრულდება.
დღეს არამარტო ეკიპირებას, არამედ ახალ “ტორპედოს” წარმოგიდგენთ, რომლის მიზანიც მხოლოდ გამარჯვება იქნება.
მაისურები, რომელსაც ახლა ხედავთ, შემდეგი თვიდან ჩვენს საიტზე გაიყიდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვაპირებთ მაღაზიის გახსნასაც, სადაც მაისურებთან ერთად სხვადასხვა აქსესუარებიც გაიყიდება.
“კაპას” ეკიპირება ყველა ასაკობრივ გუნდს ექნება. ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას აკადემიის კუთხითაც. აკადემიაში 400-მდე ბავშვი იქნება როგორც იმერეთის, ისე სხვა რეგიონებიდანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას მიეცეს ის შესაძლებლობები, რომელიც მათ ძველი მენეჯმენტის დროს არ ჰქონდათ.
სტადიონი კლუბის საკუთრებაში არ იმყოფება. წინა შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის მხრიდან სტადიონისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა და რომ ისინი იზრუნებენ სტადიონის მოწესრიგებაზე. ჩემთვის არაა ზუსტად ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოაწესრიგონ მათ სრულად სტადიონი, მაგრამ, როგორც მითხრეს, პროცესი მალე დასრულდება.
ვიყავი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე, შევისწავლე ის. სამწუხაროდ, ბაზაზე კარგი პირობები არაა, სავარჯიშო მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია და ვგეგმავთ მის გამოცვლას. როგორც დაგპირდით, რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ პროექტს, სადაც გაწერილი იქნება ის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ბაზაზე ვაპირებთ”, – ციტირებს მანინის კლუბის “ფეისბუქის” გვერდი.