მოულოდნელი გადადგომა – ცეცაძე “საბურთალოდან” წავიდა

0
48

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.
ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში მალე დაბრუნდება.