ესპანური გამოცემა As-ის ცნობით, პარიზის პსჟ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები 21 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ წელიწადში 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რათა მბაპე მადრიდის „რეალში“ არ გადავიდეს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, სადღეისოდ კილიანის ჯამაგირი წელიწადში 15 მილიონი ევროა.
მბაპეს პარიზელთა კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს. „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ფრანგის შეძენა 2021 წელს განუზრახავს, როდესაც კილიანს კონტრაქტის ამოწურვამდე წელიწადი დარჩება. „რეალმა“ მსგავსი სქემა ლონდონის „ჩელსიდან“ ბელგიელი შუახაზელის ედენ აზარის გადაბირების შემთხვევაში გამოიყენა.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.