გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო ჩვენ თანამემამულეთა გარკვეულმა ნაწილმა დატოვა და ევროპის თუ სხვა კონტინენტზე დასახლდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავს ისეთსავე პატრიოტად გრძნობს, როგორც სამშობლოში დარჩენილები, რისი დასტურიც უკვე უცხოეთში დაბადებულ ქართველთა ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული და დამოკიდებულებაა. ამის ნათელი მაგალითი ფეხბურთელი ზურაბ სოფრომაძე გახლავთ.
ზურაბი 2002 წელს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ ნორმანდიის ქალაქ კაენში დაიბადა, სადაც ხუთი წლის ასაკში დაწყო ფეხბურთის თამაში. კლუბ LA BUTTE-ში მისი პირველი მწვრთნელი ბერნარ გიონი იყო. ნიჭიერი ქართველი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2013 წელს ზურაბ სოფრომაძე ფრანგთა პირველი დივიზიონის კლუბ “კაენის“ (S.M CAEN) ასაკობრივ გუნდში აიყვანეს. ამ გუნდში ქართველი გამთამაშებლის (ჩვენებურად “ათიანის”) პოზიციაზე 2017 წლამდე თამაშობდა, 2017-18 წლებში კი „კაენის“ (MALADRERI-OMNIS SPORT CAEN.U17.NACIONAL) 17 წლამდელთა გუნდის კაპიტანი გახლდათ. 2015 წელს ზურაბმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნორმანდიელ ფეხბურთელთა კონკურსში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (gagnat le classement individuel) მაღალი ოსტატობა აჩვენა, რის გამოც ჟიურიმ პირველობა მიაკუთვნა. 2013-18 წლებში ნორმანდიის რეგიონის 16 წლამდელთა ნაკრების ღირსებას წარმატებით იცავდა.
ზურაბ სოფრომაძე 2019 წლიდან ზურაბ სოფრომაძე ტიერი ტრაორეს დამრიგებლობით კაენის USONM CAEN SENiOR R1 მონდვილის კლუბში თამაშობს და დიდი სურვილი აქვს, როგორც წარმატებული კარიერა ჰქონდეს, ასევე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც (საფრანგეთის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც აქვს) იასპარეზოს. ზურაბი ოცნებობს დიდ ფეხბურტელობაზე (საამისოდ ცდასა და მონდომებას არ აკლებს) და სათანადო სამსახური საქართველოსაც გაუწიოს, რაც მისი ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში თამაშით გამოისახება.
ვფიქრობთ, ჩვენმა სპეციალისტებმა და მწვრთნელებმა 17 წლის ზურაბ სოფრომაძეს ყურადღება უნდა მიაქციონ და მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცეს…
