მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, გუნდის სათამაშო სტილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის შეცვლას არ გეგმავს:
„ათას პასს, რომელსაც დარტყმა არ მოჰყვება, “სანტიაგო ბერნაბეუ” ვერ აიტანს. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს საკუთარი სათამაშო სტილი აქვს. მადრიდში დიდი დრო გავატარე და ვიცი, რომ გულშემატკივრებს ფეხბურთელებისგან ბოლომდე დახარჯვა და თავგანწირვა სურთ.
ყოველთვის ვამბობ, რომ არ შევიცვლები. გუნდმა მე ამ ფეხბურთელებთან მუშაობის შესაძლებლობა მომცა და იღბლიანი ვარ, რომ აქ ვარ,“ – ფრანგი მწვრთნელის სიტყვებს Goal.com ციტირებს .
