ვალვერდეს ბედი 13 იანვარს გაირკვევა

0
31
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოსთან” წაგებამ (2:3) “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აღაშფოთა და “ბლაუგრანას” მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს სამუშაოდან დათხოვნა დღის წესრიგში დადგა.
El Barca RAC 1-ის ჟურნალისტი პოუ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 13 იანვარს კატალონური კლუბის დირექტორთა საბჭო რიგგარეშე კრებას ჩაატარებს და ვალვერდეს გადაყენების საკითხს განიხილავს.
ვალვერდე “ბარსელონას” 2017 წლიდან უდგას სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.