ბორჯღალოსნები ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ

0
27

ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 1-ელ თებერვალს “დინამო არენაზე” გამართავენ, სადაც მათი მეტოქე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მთავარი კონკურენტი რუმინეთის ნაკრები იქნება.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნები იანვრის ბოლოს შეიკრიბებიან და ნაკრების გაფართოებული შემადგენლობაც ამ დროის გახდება ცნობილი. მანამდე, საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები და ნაკრების კანდიდატები კვირაში რამდენჯერმე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე იკრიბებიან და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგეს, რაც  სარეკორდო მაჩვენებელია.