გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ფიბას ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ესპანური კლუბი ამჯერად ბერძნულ პერისტერის ესტუმრა და 80:54 იმარჯვა.
“ტენერიფე” თავიდანვე დიდი უპირატესობით დაწინაურდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ ქართველი ცენტრი ჩვეულად დიდხანს არ დატვირთა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:55 წუთში რვა ქულა და ოთხი მოხსნა მოაგროვა.
გიორგიმ ოთხიდან ორი ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
იბეროსტარის რიგებში საუკეთესო ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 პასი.
ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი 14 იანვარს, შინ, მეორე ადგილზე მყოფ ჩეხურ “ნიმბურკთან” გამართავს.