გოჩა სვანიძე: “ხელშეკრულება მრავალხმრივ, მჭიდრო ურთიერთობებს ითვალისწინებს”

0
25

2019 წლის 18 ნოემბერს, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფორმდა. აღნიშნული თემის ირგვლივ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ ისაუბრა:
„ეს ხელშეკრულება მრავალხმრივ, მჭიდრო ურთიერთობებს ითვალისწინებს. ეს დაწყებული აქამდეც იყო, თუმცა ახლა ამ ყველაფერს  უფრო ორგანიზებული ხასიათი ექნება. თუმცა,  არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ახალგაზრდული ნაკრებების დონეზეც.
2020 წლიდან მომზადების სტადიაში ჩაერთვებიან 20-წლამდელებიც. ევროპის ჩემპიონატის და სხვა საინტერესო ტურნირების წინ დაიგეგმება ერთობლივი კემპები, ერთობლივი წვრთნები როგორც სამხრეთ აფრიკაში, ისე საქართველოში. მოგვიანებით დაზუსტდება თარიღები და მოგახსენებთ. იქნება მწვრთნელების, მსაჯების, სპეციალისტების ერთობლივი მომზადება და რაც მთავარია, იქნება პირდაპირი კავშირები.
რატომ 11-წლიანი ვადა, ასე გამოვიდა, რადგან ხელშეკრულების გაფორმება 2030 წლამდე გვსურდა”, – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.