საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის “გენტის” შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მოედანზე ადრინდელზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ სრულებით გამოჯანმრთელდა და მინდორზე დასაბრუნებლად მზადაა.
„სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ვგრძნობ, რომ თამაში ისევ შემიძლია. შესაძლოა, 90 წუთი ვერ დავიტვირთო, მაგრამ მოედანზე 15-20 წუთს გავატარებ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგიურად კარგად ვარ. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ადრე ვიყავი. ვოცნებობ, რომ დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში „გენტის“ საშინაო არენაზე ჩავატარო.
პირველად მოხდა, რომ რაღაც დამემართა. ჩემთვის ოპერაციის გაკეთება ძალიან ძნელი იყო, თუმცა მიხარია, რომ „გენტმა“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა“, – ციტირებს ჩაკვეტაძეს ბელგიური პრესა.
„სენტ-ტრიუდენთან“ მატჩში მან მუხლის ტრავმა მიიღო. სხვადასხვა მედიკოსებთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ მისთვის თამაშის უფლება ისევ მიგვეცა.
მაშინვე ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა თუ არა? ჩვენ საქმე პაციენტთან გვქონდა და არა ფოტოგრაფიასთან. მცირე ტრავმას ყოველთვის სამედიცინო შტაბის წევრებთან განვიხილავთ. „ანდერლეხტთან“ მიღებული დაზიანების შემდეგ, მათ სრული სურათი დაინახეს.
ინტენსტიური რეაბილიტაცია იყო – დღეში ექვსი საათის განმავლობაში კვირაში ექვსი დღე. თავდაპირველად ის წყალში სირბილით და ველოსიპედით უნდა მოგვემზადებინა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, მოედანზე ვარჯიში დაიწყო. ამის შემდეგ, გიორგი უფრო დიდ დატვირთვებს იღებდა და ახლა მან თამაშის რიტმი უნდა იგრძნოს. მთავარია, ახალი ტრავმის მიღების შიში არ ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მწვერვალზე აღმოჩნდება“, – განაცხადა „გენტის“ ექიმმა ლუკ ვანდენ ბოსშემ.
ამასობაში, შაბათს “გენტი” ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “ზულტე-ვარეგემს” უმასპინძლებს და ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. ტორუპმა ეს მოკლედ და კონკრეტულად ახსნა.
“ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება. მას მხოლოდ მატჩის რიტმი აკლია. შემეძლო შაბათსაც მეთამეშებინა, მაგრამ მოცდა ვარჩიე. მთავარია, მან მშვიდად დაიწყოს და დაჩქარება საჭირო არაა”, – განუცხადა ტორუპმა კლუბის საიტს.
მთავარი ნიუსი გიორგი ჩაკვეტაძე: „რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები“