ბათუმის ,,დინამოს” კაპიტანმა გულშემატკივარს საკუთარი მედალი უსახსოვრა

0
87

ბათუმის ,,დინამოს’’ კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ წლევანდელ სეზონში ვიცე-ჩემპიონობისთვის მოპოვებული ვერცხლის მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა. ზაალ დევაძე უსინათლოა , თუმცა ,,დინამოს’’ ყველა საშინაო მატჩს ესწრება და გულშემატკივრობს საყვარელ კლუბს. ვეტერანი ქომაგი ბათუმის ,,დინამოს’’ 1979 წლიდან გულშემატკივრობს. ზაალ დევაძის თქმით სტადიონზე ვერაფერი დაინახა , თუმცა ყველაფერი იგრძნო. ,,მინდა მოგილოცოთ ვერცხლის მედალი , ქართველები ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და უფრო მეტი გვიდა . ბათუმის ,,დინამომ’’ ჩემპიონობა უნდა იზეიმოს. ყველას უღრმესი მადლობა “, – ამ სიტყვებით მიმართა ზაალ დევაძემ ,,დინამოს’’ ფეხბურთელებს.

2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონი ბათუმის ,,დინამომ’’ 70 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. შავიზღვისპირელები ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.