შოთას სამწვრთნელო ჰეთ თრიკი

0
39

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ უზბეკეთში მესამე ტიტული მოიგო. სეზონის ბოლო მატჩში ტაშკენტელებმა ლიგის თასის ფინალში აგმკ-ს 6:2 მოუგეს. დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში ელგუჯა გრიგაკაშვილმა ითამაშა, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ „ფახთაქორმა“ აგმკ-ს უზბეკეთის თასის ფინალშიც აჯობა.
ამრიგად, განვლილ სეზონში არველაძის ხელმძღვანელობით „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო. მსგავსი შედეგი უცხოეთში არცერთ ქართველ საფეხბურთო მწვრთნელს ჰქონია.
შეგახსენებთ, არველაძის ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო კლუბში ასევე შოთას ტყუპისცალი არჩილ არველაძეცაა დასაქმებული სელექციონერის პოზიციაზე.