საქართველო-ბელარუსზე VAR-ს გამოიყენებენ

0
39

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად საქართველო-ბელარუსიის მატჩში VAR-ს გამოიყენებენ, – ეს გადაწყვეტილება UEFA-მ მიიღო.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის ვიდეო რეფერი (VAR) იქნება გამოყენებული.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველად იქნება, როდესაც საქართველოს ნაკრების მატჩებს ვიდეო რეფერიც მოემსახურება.
შეგახსენებთ, 2020 წლის 26 მარტს თბილისს ბელარუსის ნაკრები ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ჩვენი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოდან გამარჯვებული იქნება. ფინალი 31 მარტს ჩატარდება. ორივე მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.