გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურში მაინის ფრანკფურტის “აინტრახტმა” შინ მიუნხენის “ბაიერნს” 5:1 სძლია.
არადა, ამ მატჩის წინ მიუნხენური კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ამბობდა, რომ მისი გუნდი მალე ფორმაში ჩადგებოდა, თამაშს თამაშზე მოიგებდა და გერმანიის ჩემპიონატი მთავარ ინტრიგას დაკარგავდა.
“ბაიერნმა” 10 ტურში 16 გოლი გაუშვა, რაც უკანასკნელად 11 წლის წინ მოხდა, 5 გოლი კი ერთ შეხვედრაში ბუნდესლიგაზე ბოლოს 10 წლის წინ გაუტანეს.
“ბაიერნი” 18 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ოთხი ქულით ჩამორჩება და 9 ნოემბერს დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს.