დუდა სანაძის 18 ქულა და ლიდერობა

0
45

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. “ოლივეირენშეს” ქართველმა უკანახაზელმა სადებიუტო, 15-ქულიანი მატჩის შემდეგ მეორე შეხვედრა გამართა და თავის გუნდს გასვლით გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ოლივეირენშელებმა სტუმრად “ავეირო” 78:69 დაამარცხეს, სანაძე კი თავის გუნდში მეორე ვიცე-ბომბარდირი გახდა.

დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 25:31 წუთში 18 ქულა, თითო პასი და ჩაჭრა მოაგროვა. სანაძემ ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ექვსიდან ორი სამიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი კი მარკ ნორელიამ დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

ხუთი ტურის შემდეგ ოთხი მოგებით “ოლივეირენშე” პირველ ადგილზეა, თუმცა ამ ტურის მატჩები მის დაუმარცხებელ კონკურენტებს – “სპორტინგს” და “პორტუს” სათამაშო აქვთ. მომდევნო შეხვედრას სანაძის გუნდი 9 ნოემბერს, შინ “ვიტორიასთან” გამართავს.