სამხრეთ აფრიკამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო თასი მესამედ მოიგო!

0
37
იაპონიაში რაგბის მსოფლიოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრა სამხრეთ აფრიკა ინგლისს დაუპირისპირდა და ანგარიშით 32:12 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი ლელო 66-ე წუთზე დაიდო, რომლის ავტორი მაპიმპი მაკაზოლე გახდა, პოლარდმა კი გარდასახა.
74-ე წუთზე ჩესლინ კოლბემ შესანიშნავი დრიბლინგ სამხრეთ აფრიკას მეორე ლელო მოუტანა.
ამ ფინალური მატჩის მოგებით სამხრეთ აფრიკა ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

იაპონიაში დასრულებულ ტურნირზე ყველაზე მეტი ლელო დადეს – ჯოშ ადამსი (უელსი, 7 ლელო), მაკაზოლე მაპიმპი (სამხრეთ აფრიკა, 6 ლელო), კოტარო მაცუშიმა (იაპონია, 5 ლელო);
ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს – ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა, 69 ქულა), ოუვენ ფარელი (ინგლისი, 58 ქულა), რიჩი მო’უნგა (ახალი ზელანდია, 54 ქულა);
ყველაზე მეტი ბარათი მიიღეს – სამოა (6 ყვითელი და 1 წითელი), ავსტრალია / ფიჯი / ახალი ზელანდია / რუსეთი / უელსი (3 ყვითელი).