გოგა ბითაძე: “მზად ვარ გუნდი გავაძლიერო”

0
45

“ინდიანა პეისერზის” 20 წლის ქართველი მეფარე გოგა ბითაძე “კლივლენდთან” მოგებულ მატჩში (102:95) ორმაგ დუბლს წაეთამაშა – 10 ქულა, 9 მოხსნა.
ნამატჩევს გოგამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს:
„როდესაც სეზონი დაიწყო მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა მითხრა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვყოფილიყავი. სეზონი ხანგრძლივია და როცა გუნდს დავჭირდები, მზად ვარ გავაძლიერო. შევეცდები გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“, – თქვა ბითაძემ.