ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კატალონიის ,,ბარსელონას” მწვრთნელად დაინიშნოს, ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირის სპორტულმა დირექტორმა, ნიკო-იან ჰუგმა, განაცხადა, რომ კუმანის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას ,,ბარსელონაში” წასვლის უფლებას აძლევს, კომპენსაციას კი, რა თქმა უნდა, კატალონური მხარე იხდის. მიმდინარე ხელშეკრულება ჰოლანდიელს ეროვნულ ნაკრებთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კუმანი ,,ბარსელონაში” 1989-1995 წლებში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, 1998-2000 წლებში, კატალონიური გუნდის სამწვრთნელი შტაბში მუშაობდა.
,,ბლაუგრანას” ახლა ერნესტო ვალვერდე წვრთნის, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.