პეპ გვარდიოლა: “ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჯერ მზად არ ვართ”

0
41

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ქალაქელთა” საჩემპიონთალიგო შანსებზე ისაუბრა: ,,გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბრობს. მაგრამ, ჩვენ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ. ბევრს მომენტს ვქმნით, თუმცა სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ამის გამოსწორება შეგვიძლია. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბევრ გოლს ვიტანთ, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ”, – გვარდიოლას სიტყვებს The Guardian ციტირებს.

ბოლო ორ სეზონში ,,სიტი” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ,,ქალაქელები” ორი ტურის შემდეგ C ჯგუფის პირველ პოზიციაზე არიან. მომავალ შეხვედრას გვარდიოლას გუნდი იტალიის ბერგამოს ,,ატალანტას” წინააღმდეგ გამართავს.